საქართველოს ჩემპიონატზე კრივში, გორელმა ლევან დემუროვმა (60 კგ. ახალგაზრდები) და ვარიანელმა ლაშა კერესელიძემ (48 კგ. დიდები) პირველი ადგილი დაიკავეს და ჩემპიონის ტიტულს დაესაკუთრნენ.
აღნიშნულ ჩემპიონატზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სპორტსმენებთან ერთად, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის და გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ჩემპიონატზე გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა დიდებში ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი, ახალგაზრდებში კი ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
რაც შეეხება ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორებს, დავით ნიქაბაძემ (57 კგ. ახალგაზრდები), ლუკა ნიქაბაძემ (71 კგ. დიდები), გიორგი გუცაევმა (80 კგ. დიდები) და ავთანდილ მდინარიძემ (92 კგ. დიდები) ვერცხლის მედალი და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
ბუხუტი ტატიშვილი (57 კგ. დიდები) კი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ჩემპიონატს კრივში ბათუმმა უმასპინძლა.