28 დეკემბერს გორში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება. საახალწლო პროგრამა ქალაქის ცენტრალური მოედანზე, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ 14:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებას ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა გახსნის. მთელი დღის განმავლობაში მოედანზე მოეწყობა საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება კვების სივრცეები.
14:00 საათიდან ბავშვების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. 18:00 საათამდე პატარებისთვის ელფების სახელოსნო იქნება მოწყობილი.
საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ თოვლის ბაბუას, ზღაპრის გმირებს და იხილონ ქიმიური შოუ.
საახალწლო ღონისძიება „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტით დასრულდება. კონცერტი ცენტრალურ მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც დაგეგმილია საზეიმო ფოიერვერკი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება