საზოგადოება
19.12.2023 11:40
სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 23 და 24 დეკემბერს თბილისიდან მატარებელი 00:35 საათზე გავა და მგზავრები ბათუმში 05:38 საათზე ჩავლენ.

ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი რეისი 00:45 საათზე შესრულდება და მატარებელი თბილისში 05:44 საათზე იქნება.

31 დეკემბრის ჩათვლით და 2024 წლის 2 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით, დამატებითი რეისი თბილისი-ბათუმის მიმართულებით 10:25 საათზე შესრულდება (ჩასვლა 15:33 საათი).

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით კი მატარებელი 17:20 საათიდან იმოძრავებს (ჩასვლა 22:19 საათი).

 რაც შეეხება წინასაახალწლო დღეებს (29, 30, და 31 დეკემბერი), დედაქალაქიდან მატარებელი ბათუმის მიმართულებით 00:30 საათზე გავა (ჩასვლა 05:38 საათი). ბათუმიდან კი, 00:45 საათზე გავა და თბილისში 05:44 საათზე იქნება. აღნიშნული რეისი 2024 წლის 3 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლითაც შესრულდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, სალაროებში, პარტნიორი კომპანიების და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

კვირის ამბები