საზოგადოება
04.10.2019 16:51
გორში, სამშენებლო მასალების საამქროში მამაკაცმა საწარმოო ტრავმა მიიღო

გორში, სამშენებლო მასალების ერთ-ერთ საამქროში, ბლოკის დაზგის წმენდისას მუშას შემთხვევით ელექტრო მექანიზმი ჩაერთო. 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო, იგი კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,პაციენტს თავის არეში აღენიშნება ჭრილობები და თავის ტვინის შერყევა, ასევე, საწარმოო ტრავმის დროს მოხდა ყურის ნიჟარის ნაწილობრივი ამპუტირება. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევებიც და დაწყებულია მკურნალობა. პაციენტი მოთავსებულია ,,გორმედის“ სტაციონარში“, - განაცხადა ექიმმა ნეიროქირურგმა კახა ფაცინაშვილმა.

 

კვირის ამბები